პროფესიონალური სამრეცხაო

Electrolux professional​

ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ეწევა მაღალხარისხიანი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების წარმოებას სამრეცხაო და სამზარეულო აღჭურვილობის სფეროში. კომპანიის პროფესიონალები მზად არიან შემოგთავაზონ მზა გადაწყვეტილებების ფართო სპექტრი შემდეგი სფეროებისთვის:

  • სასტუმროები და რესტორნები
  • სამრეცხაოები და აქვაწმენდის ობიექტები
  • დასუფთავების კომპანიები
  • საავადმყოფოები და სამედიცინო დაწესებულებები

2014 წლიდან კომპანია SKYMAX GEORGIA არის Electrolux Professional-ის პარტნიორი და ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

შექმნილია სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. პროფესიონალური რეცხვის პროგრამებით აღჭურვილი, გაბარიტებით კომპაქტური და გამოყენებაში მარტივი მანქანები უზრუნველყოფს რეცხვის საუკეთესო ხარისხს დროის მცირე მონაკვეთებში.

Picture2 copy

myPRO 8 კგ ჩატვირთვა

  • სარეცხი მანქანა 8 კგ
  • საშრობი მანქანა 8 კგ
  • ორთქლის საუთაო დანადგარი: 85 სმ
  • მუშაობის 3-ჯერ მეტი რესურსი
  • მიერთება ცივ და ცხელ წყალთან
  • ენერგოეფექტურობის უმაღლესი კლასი A +++
  • უჟანგავი ფოლადის კარკასი
  • საუთაო დანადგარის დაკეცვის ფუნქცია
  • ხმაურის და ვიბრაციის დაბალი დონე მუშაობისას (49 dB)
  • სარეცხი მანქანა 12 კგ
  • საშრობი მანქანა 12 კგ
  • ორთქლის საუთაო დანადგარი 115 სმ
  • მუშაობის 3-ჯერ მეტი რესურსი
  • მიერთება ცივ და ცხელ წყალთან
  • ენერგოეფექტურობის უმაღლესი კლასი A +++
  • უჟანგავი ფოლადის კარკასი
  • თხევად ქიმიასთან მიერთების შესაძლებლობა
  • ჟეტონების მიმღების ინსტალაციის ფუნქცია
  • ხმაურის და ვიბრაციის დაბალი დონე მუშაობისას (49 dB)
1

ინდუსტრიული სამრეცხაო დანადგარები

წარმოგიდგენთ მაღალტექნოლოგიურ კომპლექსურ გადაწყვეტილებებს პროფესიონალური სამრეცხაოებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი წარმადობით და გამოყენების სიმარტივით.

საშრობი მანქანების ხაზი უნიკალურია ენერგიის დაზოგვისა და გაშრობისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით. სერთიფიცირებული ერგონომიული დიზაინი და მარტივი ინტერფეისი ხელს უწყობს კომფორტის ამაღლებას სამუშაო პროცესში.

7 copy
8 copy

საუთაო დანადგარები

თეთრეულის დამზოგველი დამუშავება და საუკეთესო შედეგი მიიღწევა საუთაო ხაზის თანამედროვე დანადგარებით: საუთაო მაგიდები, თოფის ტიპის საუთაო დანადგარებით და კალანდრული ტიპის მაღალი წარმადობის მქონე დანადგარებით. სერიისა და პროდუქციის ხაზის მიხედვით წარმადობა მერყეობს 25 კგ/სთ -დან 118 კგ/ სთ-მდე. სამუშაო ზედაპირის სიგრძე ვარირებს 1000 მმ-დან 3170 მმ-მდე.

ფინიშური ხაზის ფართო ასორტიმენტი, დაწყებული ავტომატიზირებული საუთაო პრესებიდან დამთავრებული ელექტრო საუთაო მანქანებით, საუკეთესო გადაწყვეტილებაა ნებისმიერი მოცულობის თეთრეულის დამუშავებისთვის. ფინიშური მოწყობილობები არა მხოლოდ ზრდის სამრეცხაო წარმადობას, არამედ ტექსტილის დამუშავების უმაღლესი ხარისხის გარანტიას იძლევა.

აქვაწმენდის დანადგარები

ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგია ტოქსიკური ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე. გამხსნელად გამოიყენება წყალი. აქვაწმენდის ტექნოლოგია უზრუნველყოფს წმენდის საუკეთესო ხარისხს ყველაზე დელიკატური ქსოვილებისთვის, ისეთებისთვისაც კი, რომლებიც მარკირებულია – „ მხოლოდ ქიმწმენდა“. აქვაწმენდა აგარიდებთ დამუშავების შრომატევად და დროში გაწელილ სამუშაოს. მსოფლიო ბაზარზე აქვაწმენდა შეფასებულია, როგორც გარღვევა თანამედროვე ტექნოლოგიაში.

Close Menu
×
×

Cart

Coordinates of this location not found