კატალოგი - მოწყობილობები

სასტუმროს ელექტრონული საკეტი

ელექტრონული საკეტი სასტუმროს შესვლის კონტროლის სისტემის პროექტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს არამარტო სტუმრებისა და სასტუმრო პერსონალის კომფორტს, არამედ საშუალებას იძლევა დისტანციურად მართოთ სასტუმროს საკეტების სისტემა და მიიღოთ სრული სტატისტიკური ინფორმაცია.  

უკონტაქტო ან ონლაინ – სასტუმროს ელექტრონული საკეტების  ტექნოლოგია მოიცავს ინტელექტუალური პროგრამების მართვის ყველა უპირატესობას და უზრუნველყოფს  ტრადიციული შეცდომების თავიდან აცილებას.

სასტუმროს მინიბარი

ტექნოლოგიური მიზეზების გამო მთელი მსოფლიოს მასშტაბით სასტუმრო ნომერში მინიბარი გამოიყენება. სასტუმრო მინიბარი ტექნოლოგიურად განსხვავდება საყოფაცხოვრები პატარა მაცივრისგან. მაცივარში გამოიყენება კომპრესიის (ფრეონი) ტექნოლოგია, ხოლო სასტუმროს მინიბარში კი აბსორბციის (ამიაკი) ტექნოლოგია ან თერმოელექტრული ეფექტი. მოცემული ტექნოლოგიები უზრუნველყოფს მინიბარის 100%-ით უხმაუროდ მუშაობას და გამოირჩევა მაღალი ენერგო ეფექტურობით.

სასტუმროს სეიფი

თანამედროვე მოგზაურები ყოველთვის ელიან, რომ მათ ოთახში დახვდებათ საიმედო სეიფი, თანამედროვე სასტუმროს წარმოდგენა ელექტრონული სასტუმრო სეიფის გარეშე კი წარმოუდგენელია. სასტუმრო სეიფი ფუნქციურად განსხვავდება ჩვეულებრივი სეიფებისგან, რომელსაც ტრადიციულად იყენებენ ოფისებსა თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულებისამებრ. სასტუმრო სეიფი გამოიყენება ძვირადღირებული ნივთების შესანახად (პერსონალური კომპიუტერი, ფული და ა.შ). სეიფი გამოირჩევა გამოყენების სიმარტივით და  გააჩნია ავარიული გაღების შესაძლებლობა მასტერ-გასაღებით ან მასტერ-კოდით. როგორც წესი, სასტუმრო სეიფს აქვს შესაძლებლობა შეინახონ ინფორმაცია მინიმუმ 100 განხორციელებული ბოლო მოვლენის შესახებ, ჩვენების ამოღება შესაძლებელია სპეციალური მოწყობილობით.

ქქქქქ
ertyuiop

სასტუმროს ტელევიზორი

სპეციალიზირებული სასტუმრო ტელევიზორით აღჭურვის საჭიროება სრულიად აშკარაა, იმ შემთხვევაში თუ სასტუმროს მეპატრონეს სურს სახსრების ეფექტურად დაბანდება სასტუმროს საიმედო მოწყობილობებში. ჩვენ გთავაზობთ მსოფლიო წამყვანი ბრენდების ტელევიზორების ფართო სამოდელო ხაზს, რომელთა გადაწყვეტილებები შექმნილია სპეციალურად სასტუმრო ინდუსტრიისთვის. მათ გააჩნიათ მთელი რიგი სპეციალური ფუნქციებისა იმ ტელევიზორებისაგან განსხვავებით, რომელსაც გამოიყენებენ საყოფაცხოვრებო დანიშნულებისამებს და ამასთან სასტუმრო ტელევიზორი შეთავსებადია სასტუმროს ინტერაქტიულ სისტემებთან.

სასტუმროს ტელეფონი

ტელეფონი არის ნებისმიერი სასტუმრო ოთახის ინტერიერის განუყოფელი ატრიბუტი. მაშინაც კი, თუ სტუმარი არ უკავშირდება შიდა ტელეფონით მეგობრებსა თუ კოლეგებს, როგორც მინიმუმ სასტუმროს ტელეფონის გამოყენება აუცილებელია საჭიროა ოპერატიული კავშირისთვის სასტუმროს მენეჯერთან თუ სასტუმრო პერსონალთან. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სასტუმრო ტელეფონები თითქმის არ განსხვავდება უბრალო სახლის თუ საოფისე ტელეფონებისგან. თუმცა სინამდვილეში განსხვავება საკმაოდ ბევრია, როგორც გარეგნულად ასევე ფუნქციონალურად.

153096219

სასტუმროს თმის საშრობი

მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროები აღჭურვილია VALERA  თმის საშრობებით, რომელიც სტუმართმოყვარეობის სფეროში არის უმაღლესი ხარისხის და საიმედოობის სინონიმი“დამზადებულია შვეიცარიაში”.

ყოველწლიურად  მსოფლიოს მასშტაბით  VALERA თმის საშრობებით 150,000 – ზე მეტი სასტუმროს ნომრის აღჭურვა წარმოებს.

დოკ-სადგური & მედია ჰაბი

სტუმრები ხშირად ჩერდებიან სასტუმროებში საკუთარი ელექტრონული აღჭურვილობით, რათა გამოიყენონ ისინი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. მათ სურთ უყურონ საყვარელ სატელევიზიო შოუსა და ფილმებს, ითამაშონ თამაშები და მოუსმინონ რჩეულ მუსიკას ოთახში არსებულ ტელევიზორთან დაკავშირების გზით. 

დოკ-სადგური ავტომატურად კითხულობენ სტუმრის აღჭურვილობის პარამეტრებს, უკრავს მუსიკას, გააჩნია მაღვიძარას ფუნქცია. სტუმარს ასევე აქვს შესაძლებლობა სწრაფად დატენოს მოწყობილობა და მიიღოს წვდომა Wi-Fi ინტერნეტთან.

55
1

კოსმეტიკა

აბაზანის კოსმეტიკა არის ნებისმიერი სასტუმროს აბაზანის განუყოფელი ნაწილი.

ჩვენ წარმოგიდგენთ სხვადასხვა ბუნებრივი ხაზის კოსმეტიკას, დახვეწილი სურნელით რომელიც, შექმნილია ნებისმიერი გემოვნების დასაკმაყოფილებლად.  მათ შორის ხილის ყურძნის, მაყვლის შამპუნი, გრეიფრუტის საშხაპე გელი, ცაცხვისა და ლიმონის შერეული გელი. ასევე წარმოვადგენთ ექსკლუზიურ ხაზს, რომელიც შექმნილია სპეციალურად ჩვენი კლიენტებისათვის, რომლებიც ემსახურებიან ბიზნეს კლასს. და ბოლოს, ჩვენ გვაქვს ბიო და ეგზოტიკური ბრენდი, ქოქოსის არომატით.

Botanika არის კოსმეტიკის ბიო ხაზი, რომელიც შექმნილია გარემოზე ზრუნვის შთაგონებით.

დამზადებულია მცენარეული ზეთებით: ვერბენა, ბერგამოტი და ნუშის რძე,  მისი არომატი გამოირჩევა ნაზი სურნელით.

აქსესუარები

აბაზანის აქსესუარები სასტუმრო ნომრის განუყოფელი ნაწილია. სასტუმრო ნომერში წარმოდგენილი ყველა საჭირო აქსესუარი, ერთის მხრივ ხაზს უსვამს სასტუმროს იმიჯს და მეორეს მხრივ მიუთითებს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სტუმრის კმაყოფილება და კომფორტი.

ჩვენ წარმოგიდგენთ აბაზანის აქსესუარების ფართო ასორტიმენტს ხაზების მიხედვით: კბილის ჯაგრისის ნაკრები, საპარსის ნაკრები, საკერავი ნაკრები, ფეხსაცმლის ღრუბელი, სარეცხის ჩანთა, სავარცხელი, აბაზანის ქუდი და ა.შ

1398515_543766195699918_1060130274_o
fd

ოთახის აქსესუარები

სტუმრები ყოველთვის მოელიან რომ მათ ოთახში დახვდებათ თანამედროვე, ხარისხიანი, საიმედო, გამძლე და უსაფრთხო მოწყობილობები, რაც მათ მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის.

სასტუმრო ნომერში განთავსებული ყველა პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

დასუფთავების ურიკები

1928 წლიდან Caddie ავითარებს და აწარმოებს ინოვაციურ მოწყობილობებს, რომელმაც საუკეთესო გადაწყვეტილებებით, სასტუმროს ინდუსტრიის სფეროში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Caddie გახდა მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ჯგუფების ძირითადი პარტნიორი.

2015 წლიდან, კომპანიის რეორგანიზაციის თარიღიდან, Caddie Hotel და მისი ჯგუფი ჩამოყალიბდა და  სრულად ორიენტირდა სტუმართმოყვარეობის სექტორზე, იმისათვის, რომ გახდეს თქვენი ბიზნესის წარმატების თანაზიარი.

Caddie გთავაზობთ: წინა ოფისის, დასუფთავების, სამრეცხაო სერვისის, საკონფერენციო, ოთახის სერვისის მოწყობილობებს.

Capture copy

აბაზანის აქსესუარები

ერთ – ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს მომხმარებლის  კმაყოფილებაზე არის ის, თუ რამდენად კარგად არის მოწყობილი სასტუმროს აბაზანის ოთახი საჭირო ინვენტარით. თუ სტუმარი კმაყოფილია აბაზანით, დიდი ალბათობით, ის ბრუნდება ან/და სასტუმროს რეკომენდაციას უწევს. მნიშვნელოვანია სასტუმროს აბაზანის ოთახში ყველა საჭირო ნივთი იყოს განთავსებული, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხით გამოირჩეოდეს, ვინაიდან ეს მიუთითებს სასტუმროს პოზიციონირებაზე და ქმნის მაქსიმალურ კომფორტს.

თეთრეული

ჩვენ გთავაზობთ ხანგრძლივი მოხმარების და მაღალი ხარისხის  თეთრეულს სტუმართმოყვარეობისა და ჯანდაცვის სფეროში.

„ხანგრძლივი მოხმარება“ ეს არ არის მხოლოდ ფრაზა, არამედ ჩვენი საქმიანობის მთავარი მახასიათებელი. ჩვენი პროდუქტები განკუთვნილია ხანგრძლივი მოხმარებისთვის. საუკეთესო ხარისხის ძაფებისა და ქსოვილების გამოყენებით, ჩვენ ვპასუხობთ პროფესიონალური ტექსტილის საერთაშორისო სტანდარტებს.

პროფესიონალური სასტუმროს თეთრეული შესაძლებელია დამზადებულ იქნას როგორც 100% – იანი ბამბისგან, ისე ბამბისა და პოლიესტერის ნარევისგან.

ექსპლუატაციის თვალსაზრისით, უფრო მომგებიანია შერეული ქსოვილისაგან დამზადებული თეთრეულის შეძენა, რადგან მათ აქვთ მედეგობის მაღალი მაჩვენებელი ვიდრე 100% -იანი ბამბის ქსოვილს და ასევე იაფია. ტრადიციული წილი შერეულ ქსოვილებში არის 50% ბამბა, 50% პოლიესტერი.

w_hotels_store_-_sateen_linen_set_th
image_p1107_large

პირსახოცი

ჩვენი აბაზანის ტექსტილი მოიცავს სხვადასხვა სახეობისა და ზომის პირსახოცებს, ფეხის საწმენდს და ხალათის დიდ ასორტიმენტს.

აბაზანის ტექსტილი არის ძალიან ეფექტურად მოსახმარი, რომელიც პასუხობს ყველა მოთხოვნას ინდუსტრიული რეცხვის პროცესებში. მაღალი ხარისხის წყალობით გამორიცხულია განსაკუთრებით ინდუსტრიული რეცხვის შედეგად წარმოქმნილი სპეციალური დეფორმაცია და უზრუნველყოფილია ტექსტილის მაღალ პროდუქტიულობა და ხანგრძლივი მოხმარება.

ხალათი

ხარისხიანი აბაზანის ტექსტილი და კერძოდ ხალათი  სასტუმროს კატეგორიის განმსაზღვრელი  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. ეს არა მხოლოდ ნომრის აუცილებელი აქსესუარია, არამედ სასტუმროს სავიზიტო ბარათი.

ყველაზე გავრცელებულია ე.წ ტერი ხალათები და ვაფლის ხალათები.

გთავაზობთ ხალათების ფართო არჩევანს ევროპული ბრენდებისგან.

esa

მატრასი

BÄRENSCHLAF-INTERNATIONAL®  1921 წლიდან აკმაყოფილებს მაღალი ხარისხის სტანდარტებს, რომელიც ცნობილია ევროპაში და 90 წელზე მეტი ხნის მანძილზე აწარმოებს და აწვდის პროდუქციას მსოფლიოს მასშტაბით.

 პროდუქციის წარმოების ქვეყანა არის – ლიტვა.

პროდუქციის ასორტიმენტში წარმოდგენილია: საწოლი, მატრასი, ზამბარიანი საწოლი, მოტორიზებული რეგულირებადი საწოლი BÄRENSCHLAF-INTERNATIONAL®.

სამიზნე მომხმარებლები არიან: სასტუმრობი, ავეჯისა და საწოლის საცალო ვაჭრობის წარმომადგენლები, ინტერიერის არქიტექტორები, სასტუმროს დიზაინერები და სასტუმრო ბიზნესის კომპანიები.

საბანი

ჩვენ გთავაზობთ საბნების ფართო ასორტიმენტს. ბამბის, პოლიესტერის, ბუმბულის საბნებს როგორც საბაზო ისე ძვირადღირებული ხაზიდან.

საბნები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ქსოვილისგან და დაფარულია 100% -იანი ბამბით (პერკალე 255TC).

duvet_single
sdsdsdsdsds

ბალიში

სტუმრისთვის სასტუმრო ოთახის ხარისხის შეფასების პირველი და მთავარი კრიტერიუმია  კომფორტულად გატარებული ღამე. კომფორტული ბალიში აუცილებელი ატრიბუტია მშვიდი ძილის უზრუნველსაყოფად.

ბალიშის აუცილებელია დაფარული იყოს 100%-იანი ბამბის ქსოვილით. როგორც წესი სასტუმროში იყენებენ ბალიშებს სინთეთიკური შემადგენლობის შიგთავსით, თუმცა გამონაკლისის სახით სტუმრის მოთხოვნისამებრ ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ბუმბულის ბალიში.

ჩუსტები

ჩვენ გთავაზობთ:

  • ღია & დახურული ჩუსტები
  • ღია & დახურული ვაფლის ჩუსტები
  • ღია & დახურული მდიდრული ჩუსტები
  • საბავშვო ჩუსტები
  • ბიოდეგრადიული ჩუსტები
  • მდიდრული საძინებლის ჩუსტები
  • სპა ჩუსტები
sgngogdofgmdfklgmdklgdf
14 42e0428e36e7c920224b73c0fdda76c8

სამზარეულოს აღჭურვა

პროფესიონალური აღჭურვილობის მიწოდება და სერვისი სასტუმროებისთვის, კაფეებისთვის, რესტორნებისთვის და კვების წარმოების ობიექტებისთვის საქართველოში. ბიზნეს გადაწყვეტილებები:

  • სასტუმროები
  • რესტორნები
  • ბარები და კაფეები
  • სამედიცინო და სოციალური დაწესებულებები
  • წარმოება, ტრანსპორტი და საზოგადოებრივი სერვისები

მოსამზადებელი ეტაპი

  • ბოსტნეულის საჭრელები, კუტერები, მიქსერები, ხორცსაკები მანქანები და სლაისერები
  • ბოსტნეულის სათლელი, სარეცხი და საშრობი მანქანები
  • პლანეტარული მიქსერები, ცომსაზელი და ცომის გასაბრტყელებელი მანქანები
  • ვაკუუმ-შემფუთავი მაქანები
  • გამაგრილებელი მაგიდები
  • ნარჩენების უტილიზაციის სისტემები
  • ნეიტრალური მოწყობილობა
5 banner-17
10 banner-13

მომზადების ეტაპი

  • მოდულარული თერმული მოწყობილობის 900XP და 700XP სერიები
  • სერიის თერმული დანადგარები
  • სახარში ქვაბები და ტაფები XP
  • ელექტრო გრილი PowerGrill HP
  • SkyLine Cook and Chill
  • კომბი ღუმელები SkyLine
  • სავენტილაციო გამწოვები

გაგრილება და შენახვა

  • სამაცივრე და საყინულე კარადები
  • სამაცივრე და საყინულე მაგიდები
  • სამაცივრე კამერები
  • გამაგრილებელი მაგიდები
  • ყინულის აპარატები
  • SkyLine Cook and Chill

სტუმრის მომსახურების მოწყობილობები

  • გაცემის ხაზი
  • ურიკები

ჭურჭლის რეცხვა

  • ჭურჭლის სარეცხი მოწყობილობები
  • ჭიქის სარეცხი და კომპაქტური ჭურჭლის სარეცხი მანქანები
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანები
  • ტუნელური ტიპის ჭურჭლის სარეცხი მანქანები
  • ნარჩენების უტილიზაციის სისტემები
18 PKS-Electroluc-Professional-Dishwashing
8 701f13f1726bbbc46432138ffcc1bbff

დანადგარების სერვისული მომსახურება

  • დიაგნოსტირება
  • რემონტი
  • სათადარიგო ნაწილები

Electrolux professional

ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ეწევა მაღალხარისხიანი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების წარმოებას სამრეცხაო და სამზარეულო აღჭურვილობის სფეროში. კომპანიის პროფესიონალები მზად არიან შემოგთავაზონ მზა გადაწყვეტილებების ფართო სპექტრი შემდეგი სფეროებისთვის:

  • სასტუმროები და რესტორნები
  • სამრეცხაოები და აქვაწმენდის ობიექტები
  • დასუფთავების კომპანიები
  • საავადმყოფოები და სამედიცინო დაწესებულებები

2014 წლიდან კომპანია SKYMAX GEORGIA არის Electrolux Professional-ის პარტნიორი და ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

Picture2 copy

myPRO

შექმნილია სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. პროფესიონალური რეცხვის პროგრამებით აღჭურვილი, გაბარიტებით კომპაქტური და გამოყენებაში მარტივი მანქანები უზრუნველყოფს რეცხვის საუკეთესო ხარისხს დროის მცირე მონაკვეთებში.

myPRO 8 კგ ჩატვირთვა

  • სარეცხი მანქანა 8 კგ
  • საშრობი მანქანა 8 კგ
  • ორთქლის საუთაო დანადგარი: 85 სმ
  • მუშაობის 3-ჯერ მეტი რესურსი
  • მიერთება ცივ და ცხელ წყალთან
  • ენერგოეფექტურობის უმაღლესი კლასი A +++
  • უჟანგავი ფოლადის კარკასი
  • საუთაო დანადგარის დაკეცვის ფუნქცია
  • ხმაურის და ვიბრაციის დაბალი დონე მუშაობისას (49 dB)

myPRO 12 კგ ჩატვირთვა

  • სარეცხი მანქანა 12 კგ
  • საშრობი მანქანა 12 კგ
  • ორთქლის საუთაო დანადგარი 115 სმ
  • მუშაობის 3-ჯერ მეტი რესურსი
  • მიერთება ცივ და ცხელ წყალთან
  • ენერგოეფექტურობის უმაღლესი კლასი A +++
  • უჟანგავი ფოლადის კარკასი
  • თხევად ქიმიასთან მიერთების შესაძლებლობა
  • ჟეტონების მიმღების ინსტალაციის ფუნქცია
  • ხმაურის და ვიბრაციის დაბალი დონე მუშაობისას (49 dB)

ინდუსტრიული სამრეცხაო დანადგარები

წარმოგიდგენთ მაღალტექნოლოგიურ კომპლექსურ გადაწყვეტილებებს პროფესიონალური სამრეცხაოებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი წარმადობით და გამოყენების სიმარტივით.

1
7 copy

საშრობი დანადგარები

საშრობი მანქანების ხაზი უნიკალურია ენერგიის დაზოგვისა და გაშრობისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით. სერთიფიცირებული ერგონომიული დიზაინი და მარტივი ინტერფეისი ხელს უწყობს კომფორტის ამაღლებას სამუშაო პროცესში.

საუთაო დანადგარები

თეთრეულის დამზოგველი დამუშავება და საუკეთესო შედეგი მიიღწევა საუთაო ხაზის თანამედროვე დანადგარებით: საუთაო მაგიდები, თოფის ტიპის საუთაო დანადგარებით და კალანდრული ტიპის მაღალი წარმადობის მქონე დანადგარებით. სერიისა და პროდუქციის ხაზის მიხედვით წარმადობა მერყეობს 25 კგ/სთ -დან 118 კგ/ სთ-მდე. სამუშაო ზედაპირის სიგრძე ვარირებს 1000 მმ-დან 3170 მმ-მდე.

8 copy

ფინიშური დანადგარები

ფინიშური ხაზის ფართო ასორტიმენტი, დაწყებული ავტომატიზირებული საუთაო პრესებიდან დამთავრებული ელექტრო საუთაო მანქანებით, საუკეთესო გადაწყვეტილებაა ნებისმიერი მოცულობის თეთრეულის დამუშავებისთვის. ფინიშური მოწყობილობები არა მხოლოდ ზრდის სამრეცხაო წარმადობას, არამედ ტექსტილის დამუშავების უმაღლესი ხარისხის გარანტიას იძლევა.

აქვაწმენდის დანადგარები

ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგია ტოქსიკური ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე. გამხსნელად გამოიყენება წყალი. აქვაწმენდის ტექნოლოგია უზრუნველყოფს წმენდის საუკეთესო ხარისხს ყველაზე დელიკატური ქსოვილებისთვის, ისეთებისთვისაც კი, რომლებიც მარკირებულია – „ მხოლოდ ქიმწმენდა“. აქვაწმენდა აგარიდებთ დამუშავების შრომატევად და დროში გაწელილ სამუშაოს. მსოფლიო ბაზარზე აქვაწმენდა შეფასებულია, როგორც გარღვევა თანამედროვე ტექნოლოგიაში.

_DSC0903

Kiehl

კომპანია Kiehl დაარსდა 1904 წელს გერმანიაში, ქ. მიუნხენში. დღეს კომპანია ცნობილია, როგორც მსოფლიო დონის სანდო მწარმოებელი მაღალეფექტიანი სარეცხი, საწმენდი და მადეზინფიცირებელი ქიმიური საშუალებების.

Kiehl-ის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ზრუნვა გარემოზე. პროდუქციისთვის ნედლეულის არჩევისას კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გარემოს უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, Kiehl-ის პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს მინიჭებული აქვს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკოლოგიური ეტიკეტი ECOLABEL.

Kiehl მომხმარებელს სთავაზობს პროფესიონალურ საშუალებებს სრულყოფილი დასუფთავების, მოვლისა და ჰიგიენის სფეროში.

სასტუმრო ბიზნესი

Kiehl წარმოგიდგეთ პროფესიონალურ პროდუქტებს და სისტემებს სასტუმროს ინდუსტრიის ყველა სფეროს სრულყოფილი დასუფთავებისთვის:

  • სანომრე ფონდი და აპარტამენტები
  • სანიტარული ზონები
  • ლობი, ბარები და რესტორნები
  • საკონფერენციო დარბაზები
  • „Wellness“ ზონები
  • სამზარეულოები
  • სამრეცხაოები
Picture1
kitchen

კვების ინდუსტრია

Kiehl წარმოგიდგეთ პროფესიონალურ პროდუქტებს კვების ინდუსტრიის ყველა ხაზის სრულყოფილი დასუფთავებისა და დეზინფექციისთვის:

  • ზედაპირების დეზინფექცია
  • ცხიმოვანი დაბინძურების მოცილება
  • კალციუმის ნადების დასუფთავება
  • სამზარეულო ინვენტარის, ჭურჭლის რეცხვა და შენობის დასუფთავება
  • საზოგადოებრივი ზონების დასუფთავება და ჰიგიენა
  • ხელების დეზინფექცია

სამედიცინო დაწესებულებები

Kiehl-ის პროდუქციის გამოყენება სამედიცინო დაწესებულებებში უზრუნველყოფს სრულყოფილ პროფესიონალურ დასუთავებას, მოვლას, ჰიგიენასა და დეზინფექციას ნებისმიერ ზონაში:

  • პალატები
  • დერეფნები და ჰოლები
  • სანიტარული კვანძები
  • სამზარეულო და სამრეცხაო განყოფილებები
1
Commercial-laundries-banner-1800x580

კომერციული სამრეცხაოები

Kiehl-ის სარეცხი საშუალებები ტექსტილის რეცხვისა და დეზინფექციისთვის აკმაყოფილებენ ნებისმიერი ტიპის და მოცულობის მქონე სამრეცხაოს მოთხოვნებს:

  • სარეცხი ფხვნილები
  • თხევადი სარეცხი საშუალებები
  • გამაძლიერებლები და მათეთრებელი საშუალებები
  • მადეზინფიცირებელი საშუალებები
  • ლაქის ამომყვანი საშუალებები
  • ტექსტილის კონდენციონერები

JIMCO ჰაერის გამწმენდები

Jimco A / S სპეციალიზირებულია UV-C და ოზონის ტექნოლოგიაში ჰაერის გაწმენდისა და ზედაპირის დეზინფექციისთვის.

  • ეკოლოგიურად სუფთა წმენდა
  • ცხიმისა და სუნის ეფექტური შემცირება
  • ამცირებს ვირას, ბაქტერიების, სოკოების, ობისა და ყველა უსიამოვნო სუნს

Picture1
Close Menu
×
×

Cart

Coordinates of this location not found