პროფესიონალური ქიმია
Kiehl
კომპანია Kiehl დაარსდა 1904 წელს გერმანიაში, ქ. მიუნხენში. დღეს კომპანია ცნობილია, როგორც მსოფლიო დონის სანდო მწარმოებელი მაღალეფექტიანი სარეცხი, საწმენდი და მადეზინფიცირებელი ქიმიური საშუალებების.
Kiehl-ის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ზრუნვა გარემოზე. პროდუქციისთვის ნედლეულის არჩევისას კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გარემოს უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, Kiehl-ის პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს მინიჭებული აქვს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკოლოგიური ეტიკეტი ECOLABEL.
Kiehl მომხმარებელს სთავაზობს პროფესიონალურ საშუალებებს სრულყოფილი დასუფთავების, მოვლისა და ჰიგიენის სფეროში.


სასტუმრო ბიზნესი
Kiehl წარმოგიდგეთ პროფესიონალურ პროდუქტებს და სისტემებს სასტუმროს ინდუსტრიის ყველა სფეროს სრულყოფილი დასუფთავებისთვის:
- სანომრე ფონდი და აპარტამენტები
- სანიტარული ზონები
- ლობი, ბარები და რესტორნები
- საკონფერენციო დარბაზები
- „Wellness“ ზონები
- სამზარეულოები
- სამრეცხაოები
კვების ინდუსტრია
Kiehl წარმოგიდგეთ პროფესიონალურ პროდუქტებს კვების ინდუსტრიის ყველა ხაზის სრულყოფილი დასუფთავებისა და დეზინფექციისთვის:
- ზედაპირების დეზინფექცია
- ცხიმოვანი დაბინძურების მოცილება
- კალციუმის ნადების დასუფთავება
- სამზარეულო ინვენტარის, ჭურჭლის რეცხვა და შენობის დასუფთავება
- საზოგადოებრივი ზონების დასუფთავება და ჰიგიენა
- ხელის დეზინფექცია


სამედიცინო დაწესებულებები
Kiehl-ის პროდუქციის გამოყენება სამედიცინო დაწესებულებებში უზრუნველყოფს სრულყოფილ პროფესიონალურ დასუთავებას, მოვლას, ჰიგიენასა და დეზინფექციას ნებისმიერ ზონაში:
- პალატები
- დერეფნები და ჰოლები
- სანიტარული კვანძები
- სამზარეულო და სამრეცხაო განყოფილებები
კომერციული სამრეცხაოები
Kiehl-ის სარეცხი საშუალებები ტექსტილის რეცხვისა და დეზინფექციისთვის აკმაყოფილებენ ნებისმიერი ტიპის და მოცულობის მქონე სამრეცხაოს მოთხოვნებს:
- სარეცხი ფხვნილები
- თხევადი სარეცხი საშუალებები
- გამაძლიერებლები და მათეთრებელი საშუალებები
- მადეზინფიცირებელი საშუალებები
- ლაქის ამომყვანი საშუალებები
- ტექსტილის კონდენციონერები
