სასტუმროს მოწყობილობა

სასტუმროს ელექტრონული საკეტი

ელექტრონული საკეტი სასტუმროს შესვლის კონტროლის სისტემის პროექტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს არამარტო სტუმრებისა და სასტუმრო პერსონალის კომფორტს, არამედ საშუალებას იძლევა დისტანციურად მართოთ სასტუმროს საკეტების სისტემა და მიიღოთ სრული სტატისტიკური ინფორმაცია.  

უკონტაქტო ან ონლაინ – სასტუმროს ელექტრონული საკეტების  ტექნოლოგია მოიცავს ინტელექტუალური პროგრამების მართვის ყველა უპირატესობას და უზრუნველყოფს  ტრადიციული შეცდომების თავიდან აცილებას.

სასტუმროს მინიბარი

ტექნოლოგიური მიზეზების გამო მთელი მსოფლიოს მასშტაბით სასტუმრო ნომერში მინიბარი გამოიყენება. სასტუმროს მინიბარი ტექნოლოგიურად განსხვავდება საყოფაცხოვრები პატარა მაცივრისგან. მაცივარში გამოიყენება კომპრესიის (ფრეონი) ტექნოლოგია, ხოლო სასტუმროს მინიბარში კი აბსორბციის (ამიაკი) ტექნოლოგია ან თერმოელექტრული ეფექტი. მოცემული ტექნოლოგიები უზრუნველყოფს მინიბარის 100%-ით უხმაუროდ მუშაობას და გამოირჩევა მაღალი ენერგო ეფექტურობით.

სასტუმროს სეიფი

თანამედროვე მოგზაურები ყოველთვის ელიან, რომ მათ ოთახში დახვდებათ საიმედო სეიფი, თანამედროვე სასტუმროს წარმოდგენა ელექტრონული სასტუმრო სეიფის გარეშე კი წარმოუდგენელია. სასტუმრო სეიფი ფუნქციურად განსხვავდება ჩვეულებრივი სეიფებისგან, რომელსაც ტრადიციულად იყენებენ ოფისებსა თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულებისამებრ. სასტუმრო სეიფი გამოიყენება ძვირადღირებული ნივთების შესანახად (პერსონალური კომპიუტერი, ფული და ა.შ). სეიფი გამოირჩევა გამოყენების სიმარტივით და  გააჩნია ავარიული გაღების შესაძლებლობა მასტერ-გასაღებით ან მასტერ-კოდით. როგორც წესი, სასტუმრო სეიფს აქვს შესაძლებლობა შეინახონ ინფორმაცია მინიმუმ 100 განხორციელებული ბოლო მოვლენის შესახებ, ჩვენების ამოღება შესაძლებელია სპეციალური მოწყობილობით.

ქქქქქ
ertyuiop

სასტუმროს ტელევიზორი

სპეციალიზირებული სასტუმრო ტელევიზორით აღჭურვის საჭიროება სრულიად აშკარაა, იმ შემთხვევაში თუ სასტუმროს მეპატრონეს სურს სახსრების ეფექტურად დაბანდება სასტუმროს საიმედო მოწყობილობებში. ჩვენ გთავაზობთ მსოფლიო წამყვანი ბრენდების ტელევიზორების ფართო სამოდელო ხაზს, რომელთა გადაწყვეტილებები შექმნილია სპეციალურად სასტუმრო ინდუსტრიისთვის. მათ გააჩნიათ მთელი რიგი სპეციალური ფუნქციებისა იმ ტელევიზორებისაგან განსხვავებით, რომელსაც გამოიყენებენ საყოფაცხოვრებო დანიშნულებისამებს და ამასთან სასტუმრო ტელევიზორი შეთავსებადია სასტუმროს ინტერაქტიულ სისტემებთან.

სასტუმროს ტელეფონი

ტელეფონი არის ნებისმიერი სასტუმრო ოთახის ინტერიერის განუყოფელი ატრიბუტი. მაშინაც კი, თუ სტუმარი არ უკავშირდება შიდა ტელეფონით მეგობრებსა თუ კოლეგებს, როგორც მინიმუმ სასტუმროს ტელეფონის გამოყენება აუცილებელია საჭიროა ოპერატიული კავშირისთვის სასტუმროს მენეჯერთან თუ სასტუმრო პერსონალთან. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სასტუმრო ტელეფონები თითქმის არ განსხვავდება უბრალო სახლის თუ საოფისე ტელეფონებისგან. თუმცა სინამდვილეში განსხვავება საკმაოდ ბევრია, როგორც გარეგნულად ასევე ფუნქციონალურად.

153096219

სასტუმროს თმის საშრობი

მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროები აღჭურვილია VALERA  თმის საშრობებით, რომელიც სტუმართმოყვარეობის სფეროში არის უმაღლესი ხარისხის და საიმედოობის სინონიმი. “დამზადებულია შვეიცარიაში”.

ყოველწლიურად  მსოფლიოს მასშტაბით  VALERA თმის საშრობებით 150,000 – ზე მეტი სასტუმროს ნომრის აღჭურვა წარმოებს.

დოკ-სადგური & მედიაჰაბი

სტუმრები ხშირად ჩერდებიან სასტუმროებში საკუთარი ელექტრონული აღჭურვილობით, რათა გამოიყენონ ისინი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. მათ სურთ უყურონ საყვარელ სატელევიზიო შოუსა და ფილმებს, ითამაშონ თამაშები და მოუსმინონ რჩეულ მუსიკას ოთახში არსებულ ტელევიზორთან დაკავშირების გზით.

დოკ-სადგური ავტომატურად კითხულობენ სტუმრის აღჭურვილობის პარამეტრებს, უკრავს მუსიკას, გააჩნია მაღვიძარას ფუნქცია. სტუმარს ასევე აქვს  შესაძლებლობა სწრაფად დატენოს მოწყობილობა და მიიღოს წვდომა Wi-Fi ინტერნეტთან.

55
Close Menu
×
×

Cart

Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found
Coordinates of this location not found